თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
როგორც მთავრობის მეთაური წერს, თავს კარგად გრძნობს, არის თვითიზილაციაში და მუშაობს დისტანციურ რეჟიმში.
- „ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 897-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.958-ს მიაღწია.