თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 897-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.958-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 275.220 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 196), გარდაიცვალა – 3.832 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.892 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 269 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 24.592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.536, PCR–ტესტით – 6.056.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.