„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 აპრილს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და გაგარინის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ასათიანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, კეკელიძის, ჟვანიას, შატბერაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მიკრორაიონის.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0