12:01 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (221)
35620 0 0

ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნახეთ სად იმყოფება მუსიკოსის ოჯახი.

მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ ხდება. ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება.

მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც. ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე.

ნიკუშა ფიცხელაური და ბერა ივანიშვილი წლებია მეგობრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნანუკა გუდავაძე ბერამ სწორედ ნიკუშასგან გაიცნო. როგორც ანი გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ ირკვევა, ისინი სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდ აკვარიუმს COEX Aquarium-ს ესტუმრნენ, რომელიც 2000 წელს გაიხსნა და იქ 40 ათასზე მეტი ბინადარია.

რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.

„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის ფაქტორში”.

 

თემები:
ქართველი სელებრითები (221)

მთავარი თემები