00:26 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (219)
5155 0 0

მომღერალ ნეკა სებისკვერაძეს, რომელიც წლებია ფართო მასების წინაშე აღარ ჩანს, ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი დედამ… დაკრძალვა 6 აპრილს 16:00 საათზე წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან (ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურის ეზო)“, – წერს სებისკვერაძე.

პროფესიით ჟურნალისტმა, მენეჯერის რანგში, როგორც კრეატიულმა და არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორმა, დიდი ხანია თავი სხვადასხვა პოზიციებზე გამოიჩინა. ამჟამად ის ორი სამსახურის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და დეკორატიული მცენარეების ბაღში „გარდენია“.

თემები:
ქართველი სელებრითები (219)

მთავარი თემები