01:11 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (219)
8486 0 0

ცნობილი ხდება, რომ ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლოს გზით ალიმენტს სთხოვს. ნახეთ რა თანხას ხარჯავს ის შვილის აღზრდისთვის.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა, რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე ალიმენტს ითხოვს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარს მოითხოვს, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.
View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურებას და სხვ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; ძიძის თანხა – 1000 ლარი; გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი; სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში) და ა.შ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე „რუსთავი2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

„პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე“, – ამბობს იამზე მარიამიძე.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

მას შემდეგ, რაც ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­აზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს: „ლუ­კას, მა­მი­კო, მინ­და და­ი­მახ­სოვ­რო, შენ ხარ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი მად­ლო­ბა გვერ­დით დგო­მის­თვის“, საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალური გახდა მისი პირადი ცხოვრება.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი­სად­მი ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე გა­მო­ეხ­მაუ­რა: „ამას არ დავ­წერ­დი ნამ­დვი­ლად, რომ არა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ეპა­ტა­ჟუ­რი სი­ტყვა შვი­ლის შე­სა­ხებ. მას შვი­ლის­თვის წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დია. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლოს გზით“, – და­წე­რა ანა აბა­ში­ძემ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

თემები:
ქართველი სელებრითები (219)

მთავარი თემები