საქართველოში 55 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია დაიწყო

© AP Photo / Alvaro Barrientosვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოში იმ კატეგორიათა ჩამონათვალი იზრდება, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით ვაქცინაციის უფლება აქვს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 55 წელს ზემოთ პირებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ. 

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
AstraZeneca-ს წარმომადგენლობა: ვაქცინის გამოყენების სარგებელი ბევრად აჭარბებს რისკს

ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველი აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირთა რეგისტრაცია 2 აპრილიდან დაიწყო.

ამავე დროს, ვაქცინის დოზების ეფექტურად და უდანაკარგოდ გამოყენების მიზნით იქმნება სათადარიგო სიებიც. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და სამხედრო პირები აიცრებიან.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო, 13 მარტს კი პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ პარტიას (86.400 დოზა) აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომ ამ პრეპარატით იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავტორიზაციას გაივლის. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0