12:08 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)
84 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 228 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 111 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით შემდეგ მოდიან გურია და სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ – იმერეთის რეგიონი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: გურია – 20, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 20, იმერეთი – 19, შიდა ქართლი – 17, აჭარა – 16, მცხეთა-მთიანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, კახეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275.024-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.822-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 5.189 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.876 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 879, იმერეთში – 303, აჭარაში – 293.

364 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 69 პირი, მათგან თბილისში – 47, იმერეთში – 6, აჭარაში – 3. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 218 ადამიანი, მათ შორის 128 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3.095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 9.688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.125 პირი, აჭარაში – 1.226, იმერეთში – 1.012.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)

მთავარი თემები