ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა 23 იანვარს ჯვარი დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ სტუმრებს შორის არ იყო მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.
სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს „ფოლოვერებმა“ ჯანეტის მეუღლეს, პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს. პასუხმაც არ დააყოვნა: „ჯანეტს გიორგი არ უყვარს“ – დაწერა ნოემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“. ნოემ, დიდი ალბათობით, იხუმრა, თუმცა რეალური მიზეზი არც ჯანეტს გაუმხელია.
View this post on Instagram
მარიტა მელიქიშვილის და გიორგი გასვიანის წყვილი ურთიერთობას დიდხანს საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან აქტიურად დაიწყეს ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.
მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 5 თებერვალს.