01:22 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
100 0 0

სოფელში კორონავირუსის გამოვლენილი შემთვევები უკავშირდება კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ფოთის საწანოს, რომლის 50-მდე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 51 ადამიანის ტესტირების შედეგად  კორონავირუსი 11 ადგილობრივს დაუდგინდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

31 მარტიდან დღემდე სოფელში სულ გამოვლენილია 17 ახალი შემთხვევა. ორსანტიაში კოროავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ  ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4 ქალბატონს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი.  დღევანდელი შემთხვევები მათი კონტაქტები არიან.

„ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.

გამოკვლეულია კოვიდ-დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება.

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

ფოთის მუნიციპალიტეტში კომპანია „აჭარა ტექსტილში“ კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, საწარმო დაიხურა და, სავარაუდოდ, 11 აპრილს გაიხსნება.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები