ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისმა ოჯახმა ანზორ ერქომაიშვილის სახით გულითადი მეგობარი, ქვეყანამ კი ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე დაკარგა.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა

ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის ინფექციის გართულების ნიადაგზე, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამების საკათედრო ტაძარში ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ. ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა, გამორჩეულმა შემოქმედმა ანზორ ერქომაიშვილმა. ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას“, - ნათქვამია ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

ანზორ ერქომაიშივილს დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ყველა ახალი ამბავი
0