00:04 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (219)
17449 0 0

ანუკი არეშიძემ თაყვანისმცემლებს დახმარება სთხოვა. მან ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს სთხოვა, გოგონას სახელის შერჩევაში დაეხმარონ.

ანუკი არეშიძემ მეგობრები და გულახდილი „ფოლოვერები“ ერთი საკითხის გარშემო გააერთიანა. დიზაინერმა საკუთარი ბედნიერება სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა. თბილისის მერის მეუღლემ პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ფერად მოგონებაზე საჯაროდ ისაუბრა. „რა დავარქვა ჩვენ ულამაზეს პატარა გოგოს?“ – დაწერა ანუკიმ. კალაძეების ოჯახში მატებაა. ანუკიმ რამდენიმე უსაყვარლესი ფოტო და ვიდეოც არ დაიშურა.

ყველასათვის ცნობილია, რომ კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან და შვიდ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ახლა მათ ოჯახს რამდენიმე ლეკვი დაემატა, რასაც ანუკი არეშიძე დიდი სიხარულით უზიარებს Insta–მეგობრებს. მათმა საყვარელმა ფრანგულმა ბულდოგმა რამდენიმე ლეკვი გააჩინა და ამის გამო კალაძეების ოჯახში დიდი ჟრიამული ატყდა. ახლა კალაძეების ვაჟებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ბიჭები, ყველაზე უმცროსი ძმის აღზრდის გარდა, ლეკვების მოვლითაც არიან დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ახლა კი, ბიჭები ყველაზე პატარა კალაძესთან ერთად ლეკვებისთვის სახელების მოფიქრებას ცდილობენ. ამაში მათი მოდური დედაც აქტიურადაა ჩართული.

ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ. ახლა მათი პირადი ცხოვრება ბევრად დატვირული გახდა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

 

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 6 იანვარს.

თემები:
ქართველი სელებრითები (219)

მთავარი თემები