01:22 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (219)
807 0 0

მაია ასათიანი მოულოდნელმა საჩუქარმა ძალიან გაახარა. ნახეთ როგორი ყვავილები მიართვეს ჟურნალისტს და რას ამბობს ვიდეოში.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, მაია ასათიანი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს. სანამ მოულოდნელ განცხადებას გააკეთებდა, ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორც მიართვეს მას ულამაზესი თაიგული, რომელმაც მაია ასათიანი აღაფრთოვანა. „ნახეთ რა ლამაზი ყვავილები მომართვეს და რა მაგარმა ბიჭმა მომიტანა“, – ამბობს ვიდეოში ჟურნალისტი.

„ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, რადგან იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ“, – ამ სულისშემძვრელი სიტყვებით დაასრულა ტელესახემ საავტორო გადაცემა ერთი კვირის წინ. გადაცემის კადრებში კარგად ჩანს ატირებული წამყვანი. უკანასკნელი „პროფილის“ გასვლამდე და ეთერში მაუწყებლობის შემდეგ მაია ასათიანმა რამდენიმე ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა. მის გარშემო თაყვანისმცემლების და ერთგული მაყურებლების რაზმი გაერთიანდა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რომელ არხზე გადავა გადაცემა „პროფილი“, ან განახლდება თუ არა საერთოდ რომელიმე ტელევიზიის სამაუწყებლო ბადეში, თუმცა ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათ შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „TV პირველს“ უკავშირება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, „პროფილმა“ მოლაპარაკებები „TV პირველთან“ უკვე დაიწყო.

ემოციური გადაცემის გარდა, ტელევარსკვლავმა სულისშემძვრელი სიტყვები გამოაქვეყნა. პოსტი მან საკუთარ Instagram-გვერდზე დაწერა. „ასე მგონია მეორე შვილი მომიკვდა...“ – დაწერა ასათიანმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. 17 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2" და „პრაიმ ტაიმი" ერთიანდებიან. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტელეკომპანიის მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა. რეორგანიზაციის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გახდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (219)

მთავარი თემები