20:25 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
66 0 0

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც ვაქცინაციისთვის მხოლოდ უნგრეთი იყენებს, ჯანმოს აღიარება ჯერ არ მიუღია.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვა, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ევროპის ქვეყნებიდან აღნიშნულ ვაქცინას უნგრეთი იყენებს.

„ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2–+8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში და იგივეა, რაც AstraZeneca-სთვის“, – განაცხადა გაბუნიამ. 

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8.909 ადამიანმა გაიკეთა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები