09:36 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (198)
432 0 0

მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ სულიერ სიმშვიდეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოპოვება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

თაკო გაჩეჩილაძე ეკო ფანგანს სტუმრობდა „იმედის დღეში“. მომღერალი საქართველოში ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა და ცოტა ხანს აქ დაყოფს. ელია და გაბრიელა – ასე ჰქვიათ მომღერლის შვილებს.

 

თაკო გაჩეჩილაძემ სულიერი სიმშვიდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულიერი სიმშვიდე ურთულესი ამბავია, ადამიანმა ამას თუ მიაღწია, ის პიროვნებად არის ჩამოყალიბებული. ხოლო თუ მარტო შენ თავთან დარჩენილი სულიერად მშვიდი ხარ, პრობლემაც აღარ გაქვს.

„ამას ხელს ძალიან უწყობს რწმენა. მე ასე ვფიქრობ. სხვას არ ვახვევ თავს ჩემს სარწმუნოებას. ვიღაცას შეიძლება მზის სწამს… ჩემთვის ეს არის ღმერთი და ჩემი სარწმუნოება. ლოცვა გეხმარება ძალიან. შენს ოჯახში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც არ არის ენერგოვამპირი. ფსიქოლოგთან სიარული… ძალიან ბევრ ადამიანს ერიდება ამის თქმა. რატომ არის ეს ასეთი პრობლემა, ვერ ვხვდები, მაგრამ მე, როცა დამჭირდება ხოლმე, თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ, მივდივარ და ვსტუმრობ ჩემს ფსიქოლოგს“, – აღნიშნა თაკომ.

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა.

კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, დიდი ყურადღება მიიქცია. სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკო დაოჯახდა, მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. გაბრიელა წყვილს 2019 წლის იანვარში შეეძინა. ყველა აღნიშნავს, რომ პატარა გაბრიელა მამას ძალიან ჰგავს. სოციალურ ქსელში თაკოს და გაბრიელას განხილვა არ წყდება.

თემები:
ქართველი სელებრითები (198)

მთავარი თემები