მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელსაც ამერიკელი მეუღლე ჰყავს, ამბობს, რომ უზომოდ რომანტიკული ადამიანია, ძალიან უყვარს სიურპრიზების მოწყობა და მეუღლისთვის ისეთი სიურპრიზები მოუწყვია, რომ შოკირებული დაუტოვებია.
View this post on Instagram
მომღერალი ჟურნალ „გზასთან“ იმ ისტორიას იხსენებს, როდესაც მეუღლე დაბადების დღეზე მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მოტყუებით აიყვანა, მეგობრებს წინასწარ მიატანინა მაგიდა, აიყვანა მუსიკოსები, მეგობრები მიმტანებად აამუშავა და ძალიან ლამაზი, რომანტიკული ვახშამი მოაწყო.
View this post on Instagram
„უცხო ქვეყანაში მოულოდნელად არაერთხელ გავფრენილვართ. რომანტიკა ჩემი ცხოვრების წესია, ურთიერთობას სინათლე და სითბო ემატება“, – ამბობს სალომე.
View this post on Instagram
მომღერალი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობილი ადამიანის გია კორკოტაშვილის ქალიშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახდა.
View this post on Instagram
ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. სალომეს თქმით, უბრალოდ „სიყვარული გაქრა“. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც ზაფხულში 11 წლის გახდა. სალომემ შვილს დაბადების დღე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიულოცა და უსაყვარლესი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
სალომე ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცდილობდა თავის დამკვიდრებას. გოგონა ბერკლის მუსიკის სკოლაშიც სწავლობდა. 2015 წელს მეორედ შექმნა ოჯახი.