19:47 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (292)
111 0 0

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასულ კვირაში უმრავლესობის დეპუტატებმა მოახდინეს. კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას გააცნობს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, იურისტი შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“

გუშინ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროებითი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

კომისიის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სამი და პარლამენტში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტიის – „მოქალაქეებისა“ და „ევროპული სოციალისტების“ თითო–თითო წარმომადგენელი შევიდა.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პრინციპი არ იცვლება. ცვლილება ეხება გამსვლელ ბარიერს. 2024 წლის არჩევნებისთვის იგი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. გარდა ამისა, მომავალ პარლამენტში ფრაქციის შექმნას 7-ის ნაცვლად 4 დეპუტატი შეძლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ერთი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც პროექტის შესწორებული  ვარიანტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე შეუძლებელია. დღეისათვის, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, პარლამენტში 150-დან მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი, საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად კი 113 ხმაა აუცილებელი. თუ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კენჭისყრამდე პარლამენტში არ შევა, ცვლილებების პროექტი ჩავარდება.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (292)

მთავარი თემები