სამეგრელოში ინფიცირების 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 16-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 118 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
COVID-19 საქართველოში – 2 აპრილის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 162 პაციენტია მოთავსებული, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 50 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 42 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 529-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.789-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0