თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 529 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 281 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 78, აჭარა – 45, იმერეთი – 34, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, ქვემო ქართლი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, კახეთი – 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 273.930-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.798-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.035 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.756 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287.
338 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 67 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 4, იმერეთში – 4. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის 155 – თბილისში, 72 – აჭარაში. 3.047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 8.710 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.813 პირი, აჭარაში – 1.122, იმერეთში – 928.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 529-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.789-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.