12:29 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (221)
2206 0 0

მარი ნაკანი აფრიკაში მოგზაურობისას სკანდალში გაეხვა. მის მეუღლეს, ცნობილ ფოტოგრაფს გიორგი მამასახლისს უცნობი გოგონები მარიზე წერილებს სწერდნენ

ფოტოგრაფი მარი ნაკანი პირად ურთიერთობებსა და მის მეუღლეზე საჯაროდ საუბრობს. მისი თქმით, გიორგი მამასახლისი მისი ყველაზე ახლო მეგობარი და დიდი ბიძგის მომცემია. ფოტოგრაფი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ყვება, რომ აფრიკაში ყოფნისას მის მეუღლეს უცნობმა გოგომ ასეთი ტექსტი მისწერა: „ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?!“.

ფოტოგრაფის თქმით, მეუღლემ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მისწერა, რომ შეხედე რეებს მწერენ, კარგად გაერთე და ჯინაზე უფრო ბევრი ფოტო გადაიღეო. „თან საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც ჩემი ღვიძლი მამიდაშვილია. რა სირცხვილია ასეთი ცილისწამება. ვერც იაზრებენ, რამხელა ცოდვას ჩადიან და არ ეშინიათ სამყაროს კანონზომიერების. მგონი, არც იციან მისი არსებობის შესახებ" , - ამბობს ნაკანი.

ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი წლის დასაწყისში აფრიკაში, კერძოდ, კენიაში ისვენებად. როგორც მარიმ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ „ლაივში“ განაცხადა, ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა სიურპრიზი იყო და ის მას ცნობილმა ბიზნესმენმა, მისმა მეგობარმა მარიამ კუკუნაშვილმა მოუწყო.

ფოტოგრაფი მარი ნაკანი საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა, რომელიც ახლა 17 წლისაა.

მარი ნაკანს ახლა ორი გოგონა ჰყავს. ფოტოგრაფი წლებია ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზეა დაქორწინებული. წყვილს თინეიჯერი გოგონა – სოფო მამასახლისი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივრეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.

თემები:
ქართველი სელებრითები (221)

მთავარი თემები