სამეგრელოში ინფიცირების 60–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 27-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 93 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
COVID-19 საქართველოში – 1 აპრილის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 150 პაციენტია მოთავსებული, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 48 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 18 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 40 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 499-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.260-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0