ეკა ბესელიას ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს

© Sputnik / Alexander Imedashviliეკა ბესელია
ეკა ბესელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ეკა ბესელიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს

ადამიანი კლავიატურასთან - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2020
ქალი პოლიტიკოსები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ: პეტიცია არჩევნების წინ

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში 2019 წლის 28 იანვარს გაჩნდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო პერიოდში 19 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ვიდეოჩანაწერს ინახავდნენ და მას მობილური აპლიკაციისა და სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ.

როგორც მაშინ უწყებამ განმარტა, კადრები ფარულად, უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ბესელიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩანაწერები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის, ანუ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე პერიოდშია გაკეთებული.

ბესელიას განცხადებით, მის საქმეზე გამოძიება თაროზეა შემოდებული და ამ დრომდე არ არის დადგენილი გავრცელების პირველწყარო. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სიმართლეს თუ არ დაადგენს, ის არ გამორიცხავს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

„მოტივიც და კვალიც ვიცი – ყოველივე საიდან დაიგეგმა, მაგრამ გამოძიებამ უნდა თქვას ეს ყველაფერი და დაადგინოს.  თუ სიმართლე არ დადგინდება, არაეფექტურად ჩატარებული გამოძიების გამო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მივმართავ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 
ეკა ბესელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2019
ბესელია არ ნებდება – დეპუტატს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იდეები აქვს

საია, როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქმეში დღეს ჩაერთო. ბესელიას განცხადებით, ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველი დამფუძნებელია და ენდობა ამ ორგანიზაციას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული არიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შეინახეს ან გაუზიარეს სხვა პირებს აღნიშნული ჩანაწერი, ხოლო ის პირები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჩანაწერის შექმნაში და გავრცელების პირველწყარო არიან, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

„საგამოძიებო ორგანოები არაფერს აკეთებენ და ეჭვი გვიჩნდება, რომ სწორედ ხელისუფლების დაინტერესება არის ამ ყველაფერში. ფარული ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მოხდა. არაფერი კეთდება, რათა პირველწყარო მოიძებნოს და დაისაჯოს“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0