2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა

© courtesy of NAEC Georgiaაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებენ.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტის დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში იყო შესაძლებელი. 

აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ეროვნული გამოცდების ქულებს პლუს სკოლის ნიშნები – აბიტურიენტთა შეფასების წესი იცვლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. ხოლო მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება.

რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). 

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0