08:35 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (198)
2111 0 0

ანი ბებიამ შვილთან ერთად პირველი ფოტოსესია მოიწყო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნახეთ როგორი ფოტოები გადაიღო ახალბედა დედამ.

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა დედა, მოულოდნელი ფოტოსესიით გამოჩნდა. ფოტოებზე ნაჩვენებია, როგორ აჭმევს ძუძუს შვილს. ანის სურს ამ ფოტოსესიით ძუძუთი კვების, ბუნებრივი კვების აგიტაციას შეუწყოს ხელი.

View this post on Instagram

A post shared by Ani Bebia (@ani.bebia)

ჯერი ანის და ილო ბეროშვილის საერთო შვილია. ფოტოებთან ერთად ანი შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „ალბათ აბდაუბდად დავწერ. დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა უფრო მგონია, რომ მოგეწონებათ, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოუტყდებით“.

ილო ბეროშვილის მეუღლემ, მსახიობმა ანი ბებიამ ცოტა ხნის წინ პოსტსამშობიარო დეპრესიაზე ისაუბრა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“. მისი თქმით, ორსულობაც და მშობიარობის შემდგომი პერიოდიც მისთვის რთული აღმოჩნდა. მსახიობის თქმით, რამდენიმე წელი არ ორსულდებოდა და არც ექიმებთან უვლია, რომ ორსულობა დაეგეგმა, თვლიდა, რომ პატარა იყო შვილის გაჩენისთვის და ჯერ კარიერისთვის უნდა მიეხედა.

ანი ბებიას თქმით, ამის გამო ილო ბეროშვილთან ურთიერთობაც აერია, ხოლო მშობიარობის შემდეგ ყველაფრის ეშინოდა, თითქმის ყოველდღე ტიროდა. „ეს პერიოდი მქონდა დაახლოებით ორი თვე და მეგობარმა მითხრა, დეპრესია გაქვსო”, – ამბობს მსახიობი.

ანისა და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ „ჯერი“ ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა. „ვირთხის წელში დაიბადა და გამახსენდა „ტომი და ჯერის“ მულტფილმი. ამიტომაც დავარქვით ჯერი“, – აღნიშნა ანიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

თემები:
ქართველი სელებრითები (198)

მთავარი თემები