დღეიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
სააგენტოს ინფორმაციით, სერვის-ცენტრებში ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. დღეიდან ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება.

ამასთან, ნებისმიერ მოქალაქეს 1 აპრილის შემდეგ კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში. ავტომფლობელებს იგივე მომსახურება დისტანციურადაც შეუძლიათ მიიღონ.

„მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეს საშუალება აქვს მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა „აიფონზე“ APP Store-დან, ხოლო ანდროიდებზე PLAY Store-დან არის შესაძლებელი. გადმოწერის შემდეგ დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუ მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული.

ვიდეოკამერა ავტომობილის სიჩქარის გასაზომად - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ფრთხილად, მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 4 სექცია ამოქმედდა

„დისტანციური მომსახურების მისაღებად, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი“, — განმარტებულია ინფორმაციაში.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახალი სანომრე ნიშნების დიზაინის პრეზენტაცია მომსახურების სააგენტომ 2014 წლის მარტში გამართა. მაშინ უწყება სატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას ევროსტანდარტების მიხედვით შემოდგომიდან გეგმავდა. ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობის შესაძლებლობა კი ავტომობილების მფლობელებს 2030 წლამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა შემდეგ ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა შეიცვალა და თანაც არაერთხელ.

ყველა ახალი ამბავი
0