კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 499-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.260-ს მიაღწია.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 499 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 264 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 65, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 45, აჭარა – 33, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, მცხეთა-მთიანეთი – 19, კახეთი – 13, ქვემო ქართლი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 273.604-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 7 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.785-ს მიაღწია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
COVID-19 საქართველოში – 1 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.845 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.685 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 791, აჭარაში – 229, იმერეთში – 271.

325 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 67 პირი, მათგან თბილისში – 45, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის 195 – თბილისში, 65 – აჭარაში. 2.895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 8.293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.645 პირი, აჭარაში – 1.144, იმერეთში – 878.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 499-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.260-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0