10:43 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

27 წლის ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 19 მარტს გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. 

უწყების ინფორმაციით,  პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა ეზღუდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ოჯახს მასალებზე წვდომა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით ჰქონდა შეზღუდული.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციამდე ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ისინი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვასაც ითხოვენ. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

რამდენიმე დღის წინ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემების მიხედვით, 27 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა, კორონავირუსზე ჩატარებული PCR–ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. 18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მთავარი თემები