10:55 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (221)
3715 0 0

მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. რუსკა ხშირად აქვეყნებს ვაჟის სახალისო ვიდეოებს

ყველასათვის ცნობილი რუსკა მაყაშვილი ჯერ ერთი ვაჟის – პატარა ილიას დედაა. თუმცა ის ორსულადაა და მალე ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება. შაბათ-კვირა ოჯახმა გუდაურში გაატარა, საიდანაც რუსკამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. რუსკას პატარა ვაჟი ჩიფსებს ჭამს და არც მომავალი დაიკო ავიწყდება - ბიჭუნას რუსკას მოზრდილ მუცელთან მიაქვს ჩიფსი და ასე „აჭმევს“ დაიკოს.

რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.

პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ორი წლის არის. დაბადების დღე 10 ოქტომბერს აქვს. წყვილი მეორე შვილს ელოდება. რუსკამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ილია უკვე ეჭვიანობს მის მომავალ დედმამიშვილზე და, სავარაუდოდ, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ დედას სხვადასხვა „სიურპრიზს“ უწყობს.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

თემები:
ქართველი სელებრითები (221)

მთავარი თემები