Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქმარი არავისთვის წამირთმევია...“ - რამ შეაწუხა სოფო ბედია?

© Photo: Foto Samkaro / FBკაკი ბოლქვაძე და სოფო ბედია
კაკი ბოლქვაძე და სოფო ბედია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ცნობილ წყვილს – სოფო ბედიას და მის მეუღლეს მიშა მესხს ხშირად განიხილავენ. ნახეთ რა აწუხებს მომღერალს

მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცნობილი ადამიანების შეურაცხყოფა და მათი ბულინგი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ყველანაირ საზღვარს გასცდა.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Bedia (@sopobedia)

სოფო ბედიას თქმით, ის და მისი მეუღლე მიშა მესხი არაერთხელ გამხდარან განკითხვის ობიექტები, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება არავისთვის გაუკეთებია, ქმარი არავისთვის წაურთმევია და ვერ ხვდება რატომაა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბოროტებული და აგრესიული.

„ბოლო დროს მე და მიშა ამ მიმართულებითაც „გავიზარდეთ“. ჩავთვალეთ, რომ მსგავს საკითხებზე ნერვიულობა არ ღირს და უბრალოდ, ყურის მიღმა უნდა გავატაროთ“, - აბობს სოფო.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Bedia (@sopobedia)

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0