09:55 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)
131 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 616 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 319 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 61, იმერეთი – 58, აჭარა – 50, შიდა ქართლი – 35, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, ქვემო ქართლი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15, გურია – 14, სამცხე-ჯავახეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 273.167-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.778-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.790 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.674 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 792, აჭარაში – 221, იმერეთში – 277.

331 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 65 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში – 2, იმერეთში – 7. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 261 ადამიანი, მათ შორის 193 – თბილისში, 59 – აჭარაში. 2.855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, ხოლო აჭარაში – 16. თვითიზოლაციაში იმყოფება 8.165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.598 პირი, აჭარაში – 1.095, იმერეთში – 1.079.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)

მთავარი თემები