12:10 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)
107 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.167 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.778, კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.674 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 261 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.167 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 268), გარდაიცვალა – 3.778 (ბოლო 24 საათში – 5), კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.674 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 261 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.947 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.364, PCR–ტესტით – 11.583.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,93%, ბოლო 14 დღის – 1,74%, ბოლო 7 დღის – 1,61%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)

მთავარი თემები