20:53 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
40 0 0

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 17-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 100 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 71 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 125 პაციენტია მოთავსებული, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 37 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 11 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 32 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.145-ს მიაღწია

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები