00:44 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (219)
450 0 0

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარ ინიციატივაზე წერს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ბლოგერი გურამ შეროზია ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს და წერს, რომ კარგი იქნება, თუ ვაქცინის დოზების გაფუჭებისა და გადაღვრის ნაცვლად სოციალურად აქტიურ საზოგადოებას მიეცემა მათი გამოყენების საშუალება.

გურამ შეროზია წერს, რომ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც არ რეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, „რადგან ზოგს დაჩიპვის ეშინია და ზოგმა ხატია სიჭინავას დაუჯერა, რომ შვილი აღარ გაუჩნდება“, ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ახლა არ უწევთ აცრა, მაგრამ მზად არიან აიცრან, და ხომ არ აჯობებდა სოციალურად აქტიური საზოგადოება სხვების დასანახად და მაგალითის მისაცემად აცრან?

საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

25 მარტიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მარტო დარეგისტრირებულიყვნენ რიგის მართვის სპეციალურ პორტალზე, არამედ არჩევანი გაეკეთებინათ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. დღეიდან Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება თბილისის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში: ბოკერიას სახელობის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“ კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი; ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო; ხოლო ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. დღეისთვის ამ პრეპარატით აცრილია 5 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნული ვაქცინის შემდეგი პარტია (86 400 დოზა) ქვეყანამ აპრილში უნდა მიიღოს. საქართველოს პრეპარატების მიღებაში „იუნისეფი“ ეხმარება.

თემები:
ქართველი სელებრითები (219)

მთავარი თემები