Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა...“ – სოფიკო შევარდნაძე მშობიარობის შემდეგ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Sophie Shevardnadzeსოფიკო შევარდნაძე
სოფიკო შევარდნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
სოფიკო შევარდნაძემ გასაიდუმლოებული ურთიერთობიდან ბიჭი გააჩინა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ორსულობის ფოტო ახლაღა გამოაქვეყნა.

მშობიარობის შემდეგ სოფო შევარდნაძე პირველ კომენტარს საჯაროდ სოციალურ ქსელში აკეთებს და წერს: „ერთი კვირის წინ ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა! ანდრია 23.03.2021. მადლობას გიხდით ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის“.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

ყველა ახალი ამბავი
0