COVID-19 საქართველოში – 30 მარტის მონაცემები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 272.899 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.773, კარანტინის რეჟიმშია 263, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.624 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 214 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.145-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 272.899 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 298), გარდაიცვალა – 3.773 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 263, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.624 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 214 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.361, PCR–ტესტით – 7.390.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო 7 დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0