09:01 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (285)
6647134

რუსკა მაყაშვილი ოჯახის დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ნახეთ რა შეემთხვა მსახიობს და რატომ შორდებოდა მეუღლე.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ხუმრობით მოჰყვა, რომ როდესაც სოციალურ ქსელ TikTok-ზე დარეგისტრირდა, იმდენად გაერთო ამით, რომ ლამის ქმარი დაშორდა. გადაცემა „იმედის დღეში“ მსახიობმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები და, განსაკუთრებით, „ინსტაგრამი“ ფინანსურად ძალიან დაეხმარა პანდემიის პერიოდში, რადგან მისი ძირითადი შემოსავალი ამჟამად „ინფლუენსერობაა“.

მსახიობი მორაგბე სანდრო ნიჟარაძისგან მეორე შვილს ელოდება. წყვილს უკვე ჰყავს ერთი ვაჟი. ყველასათვის საყვარელი მსახიობი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს სამი წელი ხვდებოდნენ.

რუსკა და სანდრო მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ, ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ცოტა ხნის წინ რუსკამ სწორედ „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო საზოგადოებას, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

 

 

მასალა განახლებულია. პირველად ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 15 იანვარს.

თემები:
ქართველი სელებრითები (285)

მთავარი თემები