13:00 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

მიქელაძე მეორე ქართველი დეპუტატია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჯაროდ გაიკეთა.

დეპუტატი AstraZeneca-ს პრეპარატით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. 

„ამ ვირუსის დასაძლევად ერთადერთი გზა აცრაა. ცივილიზებულმა სამყარომ არაერთ გადამდებ დაავადებას სწორედ იმუნიზაციით უშველა. ვირუსისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. დღეს ადამიანები ყველაზე ხშირად კითხულობენ – როდის მოიხსნება შეზღუდვები და როდის გავიხსნებით. შემიძლია მათ ვუთხრა, რომ ამოცანის გასაღები ჩვენი მოქალაქეების ხელშია. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში, მით უფრო ადრე შევძლებთ ქვეყნის გახსნას", – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

პირველი დეპუტატი, რომელმაც ვაქცინა აგრეთვე საჯაროდ გაიკეთა, პროფესიით ექიმი ლადო კახაძეა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ტელეკამერების წინ ასევე გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მანამდე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ცნობილი ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და სამედიცინო სფეროს სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

ბოლო მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირებულია ვაქცინაციის მსურველი 8.490 პირი. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 4.281 პირს აქვს ჩატარებული.

მთავარი თემები