ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

© photo: Lado Kakhadze / FBლადო კახაძე
ლადო კახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ლადო კახაძემ ვაქცინაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. AstraZeneca-ს ვაქცინით ამ დროისათვის 4 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

კორონავირუსზე 65 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაცია 25 მარტიდან დაიწყება>>

ლადო კახაძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. მან აღნიშნა, რომ ის, როგორც საჯარო პირი, ასაკოვანი ადამიანი და ექიმი, მაგალითს აძლევს მოქალაქეებს.

„აცრა ამ სივერაგიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, საერთოდ არ მიგრძვნია, როგორ გამიკეთეს. წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება, რომელსაც ჯანმრთელები უნდა შევხვდეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრილი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, ანტისხეულები მას გაანადგურებს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მან ექიმებსა და ასაკობრივ ადამიანებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კორონავირუსზე, სავარაუდოდ, 100 ცნობილ ადამიანს „ურიგოდ" აცრიან

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ბოლო მონაცემებით, აცრილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან. ამ მიზნით ურიგოდ, პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0