კალაძე: თბილისის მერია ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის თვალსაზრისით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
კალაძე: ვარკეთილის ხევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი მოეწყობა

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის მომზადებისთანავე დაიწყება. დასასვენებელი პარკი სამ ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. განახლების შემდეგ ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი პარკი მაღალი სტანდარტების შესაბამისი იქნება.

კალაძის სიტყვებით, დედაქალაქი ყველაზე მეტად მწვანე სივრცეების შექმნას საჭიროებს. ე.წ. სამგორის პარკის განახლების შემდეგ აღნიშნული ტერიტორიით არაერთი რაიონის მცხოვრები ისარგებლებს. იქ მოეწყობა ველობილიკები, საბავშვო მოედნები და დასასვენებელი ზონები.

„კახეთის გზატკეცილზე მდებარე სამგორის პარკის ტერიტორია დღეს გაუბედურებული და გაპარტახებულია. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იქ და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ანდრია ბასილაიას პროექტის დროულად მომზადება დაავალა.

ყველა ახალი ამბავი
0