საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა

© photo: Sputnik / Alexander Pichuginმდინარე წავკისისწყალი
მდინარე წავკისისწყალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ახალი სადგურები აღჭურვილია უახლესი ჰიდროლოგიური აპარატურით, რომელიც მიწისქვეშა წყლების ხარისხობრივი მახასიათებლების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ (EUWI+) ფარგლებში კახეთის მხარეში არსებულ ჭაბურღილებზე 7 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო. 

ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2019
თბილისსა და რეგიონებში წყლის ხარისხი შემოწმდა

ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში სადგურები გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და აღჭურვილია უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურით, რომელიც მიწისქვეშა წყლების ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) უწყვეტი მონიტორინგის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მიწოდების საშუალებას იძლევა.

მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა–დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას.

„საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის წყლის ჩარჩო–დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე, წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0