რას ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი

© Agency of Protected Areasბორჯომის ეროვნული პარკი
ბორჯომის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
მემორანდუმით USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერას გამოხატავს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის მონიტორინგის სისტემა ინერგება

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც გაფორმებული მემორანდუმი გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„ჩვენი მიზანია – საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით შევძლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა და არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება”, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიმართული იქნება ახალი მარკეტინგული პროდუქტების შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ. თანამშრომლობის მიზანი კი საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ფოტოსესია ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში: შვლები პოზირებენ>>

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს.

ყველა ახალი ამბავი
0