საქართველოს მთავრობა ცდილობს, არ დაუშვას პურის გაძვირება

© photo: Sputnik / Stringerპურის მაღაზია
პურის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
სამინისტროს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განიხილავენ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სიტუაციას.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასები და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პურის მწარმოებლები, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორები.

პური - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია

რუსეთმა 1 მარტიდან ხორბლის ექსპორტზე სატარიფო კვოტა ერთ ტონაზე 50 ევრომდე გაზარდა. რუსეთის მთავრობამ გასული წლის დეკემბრის ბოლოს პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით კომპლექსური ზომების მიღების შესახებ განაცხადა. კერძოდ, 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დადგინდა საექსპორტო კვოტა 17,5 მლნ ტონის მოცულობით. კვოტა ექსპორტიორებზე ისტორიული პრინციპით ნაწილდება – სეზონის პირველ ნახევარში მათი მიწოდების მოცულობის მიხედვით – 2020 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. კვოტის ფარგლებში ხორბლის გატანაზე გადასახადმა ერთ ტონაზე 25 ევრო შეადგინა.

პურზე ფასის შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა წამოიწყო. პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და ის გათვლილია 4 თვეზე. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ თავდაპირველად დააწესა სუბსიდია – 10 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე, რაც შემდეგ 15 ლარამდე გაზარდა.

ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
როგორ აისახება რუსეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება საქართველოში პურის ფასზე?

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მიზნით სახელმწიფო 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ საერთაშორისო ბაზრის ყველა იმ კონკრეტულ სეგმენტში არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა – პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 700–800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოებისა, დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. ამჟამად რუსეთზე ხორბლის იმპორტის 70% მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0