კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 344 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 274.721-ს მიაღწია.

თბილისი, 13  მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  344 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 188 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ გურიაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 58, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, აჭარა - 8, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2.
ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია  - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268.004-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.643-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.048 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.316 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254.

262 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 74 პირი, მათგან  თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 131 ადამიანი, მათ შორის 00 - თბილისში, 29 - აჭარაში. 1.601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 136, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება   5.618 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.613 პირი, აჭარაში - 499, იმერეთში - 702.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 344 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 274.721-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0