11:23 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (359)
57 0 0

მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 15 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება, იუწყება თბილისის მერია.

უწყების ცნობით, N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10- მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა.

ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით შეიცვლება N37 ავტობუსებიც. ამ მარშრუტზე მგზავრებს უკვე 12 მეტრიანი  ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.

მერიის ცნობით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება.

მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N32, N43, N46, N52, N70, N72, N79, N94, N121 და N345 საავტობუსე ხაზებზე.

დედაქალაქის ავტოპარკი ჯამში, 597 ავტობუსით განახლდა.

თემები:
თბილისის მერია (359)

მთავარი თემები