ინფიცირების ფაქტები: თბილისში საბავშვო ბაღების ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
თბილისის ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ტესტირება ტარდება დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ვირუსის გავრცელებულის შემთხვევაში კი აღსაზრდელის მშობლის ინფორმირება მაშინვე ხდება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის მასშტაბით 25 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია – კორონავირუსი პედაგოგებსა და ბავშვებს გამოუვლინდათ. აქედან 8 ბაღი 1 მარტს სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში ვირუსის გავრცელების გამო დაიხურა, იუწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ

სააგენტოს ცნობით, თბილისის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. კერძოდ, ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება პერსონალის ტესტირება, თერმოსკრინინგი და შენობის რეგულარული სანიტარიული დასუფთავება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღის შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს", – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის ტესტირება 25 თებერვლიდან დაიწყო. ამ დროისათვის ბაღების თანამშრომელთა 20%-ს PCR–ტესტი, 80%-ს კი ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.

პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება.

თბილისში 183 სახელმწიფო სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0