9 მარტიდან პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დაიწყება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
პროგრამაში ჩაერთვებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსი როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით გადაიტანეს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში 9 მარტიდან კოვიდგადატანილი პაციენტების ე.წ. პოსტკოვიდური კვლევა იწყება, რომლის მიზანიც ვირუსის შემდგომი შესაძლო გართულებების გამოვლენაა.

თებერვლის დასაწყისში ხელისუფლებამ პოსტკოვიდური კვლევის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითობის პრინციპით იმ ადამიანების გამოკვლევა მოხდება, რომლებმაც ინფექცია დაამარცხეს. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
დაზუსტებულია - საქართველო Pfizer-ის ვაქცინის პირველ პარტიას 22 მარტისთვის მიიღებს
 

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელთაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვთ. კერძოდ, სუნთქვის, თირკმლის და გულის უკმარისობა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რითიც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან.

როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით იმ 400 ​პაციენტს, რომლებმაც ინფექცია ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაიტანეს, გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდება. 

პროგრამის ფარგლებში პაციენტები ორ ჯგუფად იქნებიან განაწილებული. პირველ ჯგუფში მოხვდებიან ისინი, ვინც ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა. მეორე ჯგუფში კი იქნებიან პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი მძიმე ფორმით გადაიტანეს და მკურნალობის კურსი რეანიმაციულ განყოფილებებში ჩაიტარეს. ორივე ჯგუფი სხვადასხვა კვლევასა და მეთვალყურეობას საჭიროებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 272 ათასზე მეტია, გამოჯანმრთელდა 266 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.576 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0