საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო

© photo : courtesy of press-service of Ministry of Health of Georgiaჰანს კლუგე
ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
COVAХ–ის პლატფორმიდან კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში მოწოდების თარიღი უკვე შემდეგ კვირაში უნდა გაირკვეს

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ COVAХ–პლატფორმის წინაშე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს, განაცხადა ონლაინ–კონფერენციაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ ვაქცინის მოწოდების დაყოვნების შესახებ კომენტარისას.

COVAX–მა საქართველოს ახალი ვაქცინა შესთავაზა>>

კლუგეს განცხადებით, ქართულ პრესაში COVAХ–ის ქმედებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის იმის თაობაზე, რომ თითქოს პლატფორმამ საქართველოს ვაქცინის მიწოდებაზე იმიტომ უთხრა უარი, რომ ქვეყანა ვაქცინის მისაღებად ტექნიკურად არ იყო მომზადებული.

„პრესაში იყო რაღაც განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ნამდვილად უპასუხა ყველა ვალდებულებას. COVAХ–მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ ეს რთული პროცესია. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ყველა რეგიონს მიეწოდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, გასულ კვირაში ამ საკითხზე სატელეფონო კონფერენცია გაიმართა საქართველოს პრემიერ0მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის.

Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გაბუნია: სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა

„გვაქვს კომუნიკაცია „იუნისეფთან“ და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველა ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა კლუგემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ევროპაში საგანგებო სიტუაციების საკითხებში ჯანმოს მთავარი სპეციალისტის კეტრინ სმოლვუდისგან.

„ჩვენ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით ნამდვილად კარგი პროგრესი დავინახეთ“, – განაცხადა სმოლვუდმა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ცერცვაძე: საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს

მისი თქმით, პიკის დროს, ნოემბერ–დეკემბერში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო რეგიონში, ახლა კი ერთ–ერთი ყველაზე დაბალია.

შემდეგ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი თარიღი, თუ როდის გამოგზავნის COVAX–პლატფორმა საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ამასთან, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

ყველა ახალი ამბავი
0