05:20 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

საქართველოს შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ასევე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მთავარი თემები