აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ქალბატონებს დედის დღეს ულოცავენ

© AP Photo / Jacquelyn Martinაშშ–სა და ევროკავშირის დროშები
აშშ–სა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. თუმცა საქართველოში დღესასწაულის ისტორია 30 წელს ითვლის.

თბილისი,  3 მარტი – Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქალბატონებს დედის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„დედის დღეს გილოცავთ! – დავაფასოთ ის შეუცვლელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

​ქალბატონებს დედის დღე მიულოცა აგრეთვე აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი დედის ფოტო გამოაქვეყნა.

„დედის დღეს პატივისცემას გამოვხატავთ ყველა დედის მიმართ, რომელსაც თავისი შვილების რწმენა აქვს და შთააგონებს მათ, შეუდგნენ დიდ საქმეებს ცხოვრების განმავლობაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. 

შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0