11:15 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (517)
149 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.739-ს მიაღწია.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 360 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 194 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 50, შიდა ქართლი – 35, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 25, აჭარა – 14, გურია – 11, ქვემო ქართლი – 9, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265.805-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.541-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.367 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.477 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265.

247 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 4, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 151 ადამიანი, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.253 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.871 პირი, აჭარაში – 407, იმერეთში – 688.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.739-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (517)

მთავარი თემები